გონებისთვის აუცილებელი 26 პროდუქტი


 
მოცვი
დიდი რაოდენობით მოცვის ჩაის მიღება სავალდებულოა ხანდაზმულებისათვის,იგი არაჩვეულებრივია მეხსიერებისათვის.მეხსიერებისათვის აგრეთვე სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი.
ვირთევზა 
ვირთევზა გონების მუშაობისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს შეიცავს.თევზი ორივე მხრიდან ამოავლეთ საფანელში,შეწვით ზეთში  და მიირთვით წიწიბურასთან ან მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად.
ავოკადო
https://lh6.googleusercontent.com/-H80ks-IbQJg/Tw7hElRFEBI/AAAAAAAAA8o/a5i0T6vy5Y8/s493/avokado.jpg
აშშ-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ავოკადო
არტერიულ წნევას არეგულირებს.სასურველია მისი მიღება ცოცხლად.მაგალითად , სალათები.
ბადრიჯანი
https://lh4.googleusercontent.com/-CDa10MVzzQk/Tw7g9s1PXyI/AAAAAAAAA8g/ffuAnMKYfZQ/s300/baklajan-300x294.jpg
ბადრიჯნის კანში შემავალი შავი პიგმენტი ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში ცხიმის აუცილებელი რაოდენიბის შენარჩუნებას.
ქათმის ხორცი
ქათმის ხორცი მდიდარია B2,B6, B12 ვიტამინაბით,რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,აუმჯობესებს მეხსიერებას,დაგიცავთ დეპრესიისა  და უძილობისგან.ერთადერთი რჩევა ფრინველის მოყვარულებს,მომზადების წინ,ქათამს კანი გააცალეთ.
ჭარხალი
ჭარხლის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ,უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია ბოსტნეული უმი სახით მიითვათ .
ორაგული
თევზში შემავალი ომეგა -3 განაახლებს ტვინის უჯრედებს.
ყავა
კოფეინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას იცავს ნერვულ სისტემას ტოქსინებისგან,ხოლო სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან.
კივი
მხოლოდ ერთი ცალი კივი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას.ხოლო ტვინს იცავს მავნე რადიკალებისგან,რომელიც გონების მუშაობაზე ცუდად მოქმედებს.ეს ტროპიკული ხილი  
აგრეთვე აუმჯობესებს მეხსიერებას.
მწვანე ბარდა
ორგანიზმში ვიტამინი B1-ის ნაკლებობა მეხსიერების დაქვეითებასა და უყურადღებობას იწვევს. B1 დიდი რაოდენობითაა მწვანე ბარდაში,ამიტომ უხვად მიირთვით სალათებში.
ღვიძლი
პროდუქტი B1 ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი.გარდა იმისა,რომ ღვიძლი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის,მისგან უგემრიელესი კერძების მომზადებაც შეიძლება :ხახვში მოხრაკეთ წინასწარ მოხარშული ღვიძლი და გემოვნებით შეკაზმეთ ქინძითა და ქონდარით.კერძს წითელი ღვინო მოასხით.
მიდიები
თუ გონების მუშაობის გაუმჯობესება,ძილის გამოსწორება და მეხსიერების აღდგენა გსურთ,მიირთვით B12 -თა და თუთიით მდიდარი მიდიები.
ლობიო
ლობიო ცილებისა და ნახშირწყლების საბადოა.არეგულირებს სისხლძარღვებში 
შაქრის დონეს,სასარგებლოა ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
ყურძენი
სასარგებლოა თეთრიცა და შავიც.მასში შემავალი გლუკოზა გონების მუშაობას უწყობს ხელს.
ზღვის მარილი
ზღვის მარილი დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს, რომელიც  ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტია. იოდი გონებისთვის აუცილებელია,მაგრამ გახსოვდეთ,რომ ყუთის გახსნიდან სამითვის შემდეგ,იოდი მარილიდან სრულიად ორთქლდება.
ზღვის კომბოსტო
დიდი  რაოდენობით შეიცავს იოდს.ამ ელემენტის ნაკლებობა დეპრესიას,უძილობას ,მეხსიერების დაქვეითებასა და ნერვული სისტემის მოშლას იწვევს
თხილი
მიირთვით თხილი ,ნუში და კაკალი.ტვინისთვის სასარგებლო ცხიმის გარდა ფოსფორსა და რკინას შეიცავს.
სტაფილო
https://lh5.googleusercontent.com/-Jzym8wxtelc/Tw7hqKF-7bI/AAAAAAAAA8w/4gymJpiG2pc/s500/%2525D0%2525BC%2525D0%2525BE%2525D1%252580%2525D0%2525BA%2525D0%2525BE%2525D0%2525B2%2525D1%25258C.jpg
ამ ბოსტნეულში შემავალი ბეტა კარბონატი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების აღდგენას.
დაღერღილი მარცვლის პური
შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.აგრეთვე სასარგებლოა ეგრეთ წოდებული მიუსლი და სხვა ბურღულეულისაგან მომზადებული ფაფები.
იოგურტი
კალცის საბადოა.ეს რძის  ნაწარმი აუცილებელია ძვლებისა და ნერვული სისტემისტვის.შეძლებისდაგვარად მიირთვით ყოველდღიურად.
გოგრის მზესუმზირა
ომეგა-3-ს,ომეგა-6-ს ,A ,E ვიტამინებისა და თუთიის საბადოა.
შტოში
 
ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი ტვინს მავნე დაავდებებისაგან იცავს.
შოკოლადი
მაგნიუმის წყალობით,რასაც კაკაოს მარცვლებიშეიცავს,გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება.სასურველია,დიდი რაოდენობით მიირთვათ შოკოლადი,რომელშიც კაკაო 50-60%-ზე მეტია.ხოლო შოკოლადის კანფეტები,სუფლე და ნამცხვრები ნაკლებად სასარგებლოა,რადგან მათში მრავლადაა ცხიმი,ფქვილი და შაქარი.
მწვანე ჩაი
ეს სასმელი მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას,გაგიუმჯობესებთ  გონების მუშაობას.რთული გადაწყვეტილებების მიღებამდე ,მიირთვით (უკეთესია შვი შოკოლადის2-3 ნატეხთან ერთად) ფინჯანი მწვანე ჩაი.
წითელი კომბოსტო
ბოსტნეულში შემავალი ანტი ოქსიდანტები  ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ.გონების სამუშაოსთვის საუკეთესოა წითელი კომბოსტოს სალათა.წვრილად დაჭრილ კომბოსტოს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო ,დაჭრილი მწვანე ხახვი,მოასხით ზეითუნის ზეთი და გემრიელად მიირთვით.
გარგარის ჩაი
ჩირი მდიდარია რკინითა და C ვიტამინით.მეხსიერება გაგიუმჯობესდებათ და გონება სხარტად დაიწყებს მუშაობას,თუ დღეში 3-4 ცალ გარგრის ჩირს მიირთმევთ. 
 
 

წიწიბურა როგორც მკურნალი


https://lh5.googleusercontent.com/-NEPt96QDgaE/Tx7BULGqyiI/AAAAAAAAA-o/I5HXLDaU4uQ/s649/article.jpg
ამ კულტურის მოყვანა პირველად ინდოეთში 4ათასი წლის წინ დაიწყეს.მაშინ წიწიბურას შავ ბრინჯს უწოდებდნენ,ხოლო როდესაც სხვა ქვეყნებში გავრცელდა,შავ ხორბლად მონათლეს.თავდაპირველად ამ ბურღულს პლებეებისა და ღარიბების საჭმელად მიიჩნევდნენ.არისტოკრატები მას არ მიირთმევდნენ.ბრინჯისგან განსხვავებით, ეს „შავი ფაფა“ მათი ფაქიზი კუჭისთვის უღირსი იყო.
უკვე მეოცე საუკუნიდან მას „ბურღულეულის დედოფალს“ უწოდებდნენ, რადგან წიწიბურას ფაფა ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლოა. მასში არის უცვლელი მცენარეული ცილები. სხვათაშორის , წიწიბურა მარცვლეულ შორის ჩემპიონია B ჯგუფის ვიტამინების შემცვლელობით, რომლებიც სტრესსა და უძილობას უსწორდებიან, ამავდროულად კანის, თმისა და ფრჩხილების  კარგ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან. წიწიბურაში უხვადაა მიკროელემენტები: რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და სხვა ბევრი მინერალური ნივთიერება. ექიმები წიწიბურას აფასებენ მასში რუტინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო. ეს ნივთიერება სისხლძარღვების კედლებს ამკვრივებს, სისხლდენას აჩერებს, ვენებზე ( მაგალითად: ვარიკოზული გაფართოებისა და ჰემოროის დროს) პროფილაქტიკური და სამკურნალო ზემოქმედება აქვს. შემაერთებელ ქსოვილებში რუტინი უწვრილეს სისხლძარღვებს ამაგრებს. ამიტომ წიწიბურას ფაფა მეტედ სასარგებლოა სისხლძარღვებისა და რევმატული დაავადებების , ასევე ართრიტების დროს. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს. 
წიწიბურას ფაფა ხელსუწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის, შლაკებისა და მძიმე ლითონების იონების გამოდევნას.
დიეტოლოგები შაქრიანი დიაბეტით, ანემიით და ჭარბი წონით დაავადებულებს ურჩევენ მენიუში წიწიბურა ჩართონ. ის შეუცვლელი პროდუქტია გულსისხლზარღვთა სისტემების, ღვიძლის ცუდათ მუშაობის დროს. ეს ბურღული ხელსუწყობს მხედველობის სიმახვილესა და ტვინში სისხლის მიმოქცევას. მოკლედ წიწიბურა ნამდვილი ბუნებრივი აფთიაქია. 
ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, რეზინის ხალიჩაზე წიწიბურას მარცვლები მოაბნიეთ და დღეში რამდენიმე წუთი მასზე ფეხშიშველა იარეთ. როგორც ცნობილია, ფეხის გულებზე მრავალი აქტიური წერტილია თავმოყრილი, რომლებზეც ზემოქმედება შინაგანი ორგანოების მუშაობას აწესრიგებს. წიწიბურას წამახული ფორმის მარცვლები ასეთი წერტილების შესანიშნავი მასაჟისტია. 
წიწიბურამ ყველა თავისი სასარგებლო თვისება, რომ შეინარჩუნოს, საჭიროა სწორად მომზადდეს. სანამ ფაფას მოხარშავთ, ბურღული წყალში არ დაალბოთ. ასეთი მანიპულაციის შემდეგ სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება. ქვაბში იმდენი წყალი ჩაუშვით რომ მარცვლები დაიფაროს.   

 

ყავა


https://lh6.googleusercontent.com/-A5cF0q9tBfg/Tx7HlsRJT5I/AAAAAAAAA_s/rOMJCJQrTNI/s320/kofe.jpg

ყავა კი არ ვნებს გულს,არამედ მისი ზომიერად მიღება აუმჯობესებს გულის კუნთების ფუნქციას.შოტლანდიელი მეცნიერების დაკვირვებით,მათ ვინც დღეში ერთ ან ორ ფინჯან ყავას სვამს,გულისა და სისხლძარღვების დაავადებათა რისკი ნაკლებათ აქვთ.ექიმებს მიაჩნიათ,რომ გულისთვის უკეთესია მიირთვათ დაფქული ყავა რძესთან ერთად.ასევე არ შეიძლება ყავის რამდენჯერმე ადუღება,გაცხელება,ასეთი სასმელი გულზე ცუდად მოქმედებს.

ვაშლის მაგიური ძალა


https://lh3.googleusercontent.com/-YuXIv5_-cSM/Tx7McSSb0II/AAAAAAAABAM/IdNVH46jTKc/s400/c5266b61ebcd43daaa3d75f40fde3474.jpg
ამ ხილის მაგიურ ძალაზე არაერთი ზღაპარი და ლეგენდა მოგვითხრობს. დიეტოლოგები მას საუკეთესო სამკურნალო ხილად თვლიან. ვაშლის შემცველი უჯრედისები და პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, კალციუმი არეგულირებს თირკმლების მუშაობას, რკინა წარმოქმნის სისხლს, შაქარს და ფოსფორს. ააქტიურებს აზროვნებას, B ჯგუფისა და A, C, E, P  ვიტამინები მანგანუმთან, სპილენძთან, მცენარეულ ანტიბიოტიკებთან და ფიტონციდებთან ერთად ხსნიან დაღლილობას და იცავენ ორგანიზმს გაცივებისგან. იმუნიტეტის გასაძლიერებლად საკმარისია დღეში 2 ცალი ვაშლი შეჭამოთ, – გვირჩევენ მედიკოსები და გთავაზობენ ვაშლის ლიმონათის რეცეპტს: 1ჩ/ჭ ცხელ წყალს დაამატეთ თითო ჩ/კ ვაშლის ძმარი და თაფლი და ცხლადვე სვით დილა-საღამოს. ეს ლიმონათი უებარია სურდოს დროს. 
ვაშლი ყველა ხილსა და ბოსტნეულზე უკეთ აქვეითებს სისხლში ქოლესტერინს: 12 კვირის განმავლობაში თუ დღეში 2 ცალ ვაშლს ან 400 მლ ვაშლის წვენს მიიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე დარეგულირდება.
ვაშლი ასევე საუცხოო პროფილაქტიკური საშუალებაა ანემიის დროს, საუკეთესო შარდმდენია, ახალი გახეხილი ან აირღუმელში შემწვარი ვაშლი შველის ყაბზობას.
წყლულოვანი 
https://lh4.googleusercontent.com/-PPhtnPrXpj8/Tx7MfwqOljI/AAAAAAAABAU/5bAe4Y36tPQ/s255/images.jpg
დაავადებების, გასტრიტის – მაღალი მჟავიანობისა და მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია: 
  1. ჭამეთ მხოლოდ აირღუმელში შემწვარი ვაშლი; 
  2. იშვიათად მიირთვით ახალი მჟავე ვაშლი, ტკბილი ჯიშისა კი – გახეხილი, რათა კუჭის ლორწოვანა არ გააღიზიანოს; 
  3. იშვიათად დალიეთ წყალში გაზავებული ვაშლის წვენი (1:1) და ისიც დღეში 1 ჭიქა;
  4. სასურველია, ნაყიდი ვაშლი გათალოთ;
  5. ვაშლის ჭამის შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი ან შეჭამეთ ყველის პატარა ნაჭერი, რათა არ დაზიანდეს კბილის მინანქარი.
გთავაზობთ ვაშლის სილამაზის სალათების რეცეპტებს:
  1. ზედმეტი წონის, თვალის უპეებისა და სახის შეშუპების დროს მსხვილად გახეხეთ 4-5 ცალი ვაშლი, წვრილად დაჭერით 2-2 ძირი ოხრახუშისა და ნიახურის ფესვები, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1ს/კ დაბალკალორიული მაიონეზი; 
  2. ნაოჭებისაკენ მიდრეკილი მშრალი სახის კანის დროს მსხვილად გახეხილ 2 ცალ ვაშლს დაამატეთ 2ს/კ მანანის ბურღული და 6ს/კ ცხელი წყალი, 6-6ს/კ დაჭრილი ნიგოზი და წმინდად გახეხილი სტაფილო, 1ჩ/კ შაქარი და ცოტა არაჟანი.

რატომ უნდა ვჭამოთ ფაფები


https://lh3.googleusercontent.com/-Xg_p3-hOZq0/Tx7ZM_OlTjI/AAAAAAAABCE/MVe5kUbXlmw/s325/00011114.jpg
მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები ერთხმად ირწმუნებიან, რომ ადამიანის რაციონში აუცილებლად ყოველდღიურად უნდა იყოს ჩართული ფაფა, განსაკუთრებით შვრიის. როგორც აღმოჩნდა, შვრიის ფაფა დადებითად მოქმედებს როგორც ბავშვების, ისე უფროსების ჯანმრთელობაზე.
ფინელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ყოველდღე ჭამენ შვრიის ფაფას, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით, ვიდრე ისინი, ვინც ფაფას არ ჭამს. დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად რომ შემცირდეს, სასურველია, შვრიის ფაფით ბავშვი ხუთი თვის ასაკიდან კვებოთ.
როგორც აღვნიშნეთ, შვრიის ფაფა ზრდასრული ადამიანებისთვისაც სასარგებლოა. ყოველდღიურად საუზმეზე შვრიის ფაფის მირთმევა 10%-ით ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. საქმე ის არის, რომ შვრიას ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია, ამასთან აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. მსგავსი თვისებები გააჩნია თევზსაც.
დიეტოლოგები დიდხანს აკვირდებოდნენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც საუზმეზე რეგულარულად  მიირთმევდნენ ფაფებს. შედეგად დაასკვნეს, რომ დილით ერთი ულუფა ფაფა მთელი დღის რაციონზე მოქმედებს, ანუ ადამიანი თანდათან სწორად კვებას იწყებს – უფრო მეტად რძის პროუდქტს, ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს, ვიდრე ცხიმიან საკვებს.
ფაფებში უხვადაა ვიტამინები და რაც მთავარია, უჯრედისები და ნახშირწყლები, რომლებიც ადამიანს მთელი დღით საჭირო ენერგიით მოამარაგებს. საუზმისთვის განკუთვნილ სხვა კერძებთან შედარებით ფაფა გაცილებით მეტ რკინას, მაგნიუმს, თუთიას, უჯრედისსა და გაცილებით ნაკლებ ცხიმს, შაქარსა და ქოლესტერინს შეიცავს.