11 რჩევა თუ როგორ ვიგრძნოთ თავი ლამაზად


სილამაზის გასაღები არის იმის ცოდნა და გაცნობიერება, რომ ლამაზები ვართ, მაგრამ ხშირად ეს გვავიწყდება, რადგანაც თავს ლამაზად სულაც არ ვგრძნობთ.

წინამდებარე რჩევები შეგახსენებენ იმას, რაც ყველამ ისედაც კარგად ვიცით, თუმცა არასდროს ვასრულებთ!

1. ჩაიხედე სარკეში, შეხედე სხვებს.

შენ მათ არ ჰგავხარ, ისინი – შენ. უნიკალური ხარ – თუ ტყუპისცალი არა გყავს და ისიც ერთი კვერცხუჯრედიდან. თუმცა, თქვენი პიროვნებები და ხასიათი მაინც განგასხვავებთ.

წარმოსთქვი ხმამაღლა: “უნიკალურობა სილამაზეა!” რამდენადაც ყველა თავისებურად ლამაზია. არ მისცე არავის უფლება, საწინააღმდეგოში დაგარწმუნოს.

2. თავიდან ამოიგდე ყველა რჩევა, რომელიც სილამაზეს ჯანმრთელობის ფასად გპირდება!

შეიჭერი თმა, თუკი ამით გააჯანსაღებ. დაკარგე ან მოიმატე წონა, თუ ეს შენს ჯანმრთელობას სჭირდება. გადადი ჯანსაღ კვებაზე.

3. ივარჯიშე!

გამოკვლევები მიუთითებენ, რომ ვარჯიშს შეუძლია პოზიტიურად იმოქმედოს არა მარტო სხეულზე არამედ სულზეც, რამდენადაც იგი ბოლოს უღებს დეპრესიასა და სტრესს. საერთო ჯამში კი – თავს ლამაზად იგრძნობ.

4. გაიღიმე!

მაშინაც კი, როცა არ გეღიმება. ეს დაგეხმარება გამოიყურებოდე ბედნიერად და გპირდებით, თავს ასეც იგრძნობ!

5. აკეთე ის საქმე, რაც გეხერხება!

მაგალითად, თუ შენი ძლიერი მხარეა ხატვა – ხატე. მათემატიკა? – ამოხსენი სახალისო და ტვინის სავარჯიშო ამოცანები.

6. უთხარი კომპლიმენტი საკუთარ თავს!

დაიწყე დღე საკუთარი თავისადმი მიმართვით სარკის წინ, თუ რაოდენ მშვენიერი ხარ. შეიძლება ცოტა ეგოისტურად გამოვიდეს, მაგრამ ამის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობ.

7. გაანებივრე თავი!

იყიდე ის, რისი ყიდვაც დიდი ხანია გსურდა. გაისეირნე პარკებსა და სკვერებში, უყურე ფილმს მეგობრებთან ერთად, წაიკითხე ახალი წიგნი. გააკეთე ისეთი რამ, რაც არ ეხება შენს გარეგნობაზე ზრუნვას.

8. მიიღე ყველა პიროვნება ისეთად, როგორიც არის.

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შენგან განსხვავებული სხეულის ფორმა, ზომა, ფერი აქვს, არ ნიშნავს, რომ ისინი არ იმსახურებენ საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებას. ადამიანები გითითებენ მიზეზებს, რატომ თვლიან თავს ლამაზად.

თუ შენც ამას გააკეთებ, თავს კარგად იგრძნობ და გააცნობიერებ, რომ სილამაზე ყველგანაა, შენს ირგვლივაც და შენშიც.

9. იყავი კეთილგანწყობილი სხვების მიმართ.

ეს მათზეც სასარგებლოდ იმოქმედებს და შენზე. ადამიანი ცუდი დამოკიდებულებებით, გარეგნულად ყველაზე მშვენიერიც კი, სინამდვილეში საერთოდ არ არის ლამაზი.

10. გაალამაზე ყველაფერი შენს ირგვლივ!

იქნება ეს შენი ოთახის გაფორმება ახალი მანათობლითა თუ ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათებით.

დააწერე მოტივატორი ფრაზები და თვითშაეფასების ასამაღლებლად განკუთვნილი კომპლიმენტები წებოვან ფურცლებს, სტიკერებს. მიაკარი მაცივარს, აბაზანის სარკეს, ტუჩის საცხსაც კი! ეს ის ადგილებია, რომლებიც უმთავრესად გხვდება თვალში .

11. შენი ცხოვრება ისაა, რასაც მისგან შექმნი.

მიიღე მაქსიმუმი. თუ თავს ლამაზად იგრძნობ, სიცოცხლეც ასეთი იქნება.

სილამაზის 5 საიდუმლო, როცა გძინავს


ზოგჯერ მგონია, რომ ძილში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ(თ). ამისთვის 24-დან საშუალოდ 8 სააათს ვიყენებ(თ), დანარჩენი კი სამსახურის, მეგობრებისა და პირადი საქმეებისთვისაა. დარწმუნებული ვარ, ზოგჯერ იმდენად გადატვირთული გრაფიკი გაქვს, რომ თავის მოფხანვისთვისაც არ გცალია, ამიტომ რატომ დავკარგოთ დღე-ღამის 8 საათი მხოლოდ ძილში, როდესაც შევიძლია ორი კურდღელი ერთდროულად დავიჭიროთ? კარგად გამოვიძინოთ და შესანიშნავი კანითაც გავიღვიძოთ!

რბილი ტერფები

ჩემს ცეკვისგან გაუხეშებულ ტერფებს მეგონა, აღარასდროს არაფერი უშველიდა. უამრავჯერ მიცდია ათასნაირი აბაზანა და სკრაბი, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრჯერ დამზარებია და დამვიწყებია. მარტივი გამოსავალი ვიპოვე: წაისვი ვაზელინი ძილის წინ სუფთა ტერფებზე და რბილი წინდები ჩაიცვი. დაიტოვე მთელი ღამით. რეგულარული გამოყენებისას ეს მეთოდი ფანტასტიურად არბილებს ტერფებს.

ჩამცხრალი თვალები

თუ ხშირად შესიებული თვალებით იღვიძებ, სცადე კიდევ ერთი ბალიშის დამატება და ზურგზე დაძინება. ასეთი მდგომარეობა ეხმარება თვალის გარშემო დაგროვილ სითხეს მოძრაობაში და შესიების მინიმუმამდე დაყვანაში. არ დაგავიწყდეს თვალის გარშემო კრემის წასმა, რომლის ინგრედიენტთა სიაში აუცილებლად არის კოფეინი.

ხვეული/ტალღოვანი თმა

ხვეული ან ტალღოვანი თმისთვის სულაც არაა აუცილებელი სხვადასხვა საშრობის და დასახვევი უთოს გამოყენება. მე ბუნებრივად ხუჭუჭა ვარ, თუმცა ჩემს თმასაც სჭირდება ფორმის მიცემა, ამიტომ დაბანის შემდეგ, ოდნავ ნოტიო თმაზე მუსს ვისვამ და პირდაპირ ვიძინებ. თუ სწორი და შემდეგ დახვეული ვარცხნილობა მინდა, მაშინ თმას ორად ვყოფ, კიკინებს ვიწნავ ან ვიგრეხ. ასეთი მეთოდით არც თმა დაგიზიანდება და მშვენიერი ვარცხნილობაც გექნება. თმის ვარცხნილობის იდეებისთვის, თვალი გადაავლე ჩვენს სტატიას.

აირიდე ნაოჭები

ბამბის ან ჟატის ბალიშის პირზე ძილი კანის დაჭმუჭვნას და ნაოჭების წარმოქმნას იწვევს, ამიტომ სჯობს ცოტა ძვირადღირებული აბრეშუმის ან სატინის ბალიშის პირი იყიდო. ის შეამცირებს კანზე ზეწოლას და თმის დაზიანებასაც შეუშლის ხელს.

დაიგრძელე წამწამები

აბუსალათინის ზეთი ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომლითაც წამწამების დარგძელებას ბუნებრივად შეძლებ. თავიდან როდესაც მაკიაჟის ხმარება დავიწყე, მახსოვს, დედაჩემმა აბუსალათინის ზეთი მომცა და მითხრა ამით მომეშორებინა თვალის მაკიაჟი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ წამწამები შესამჩნევად დამიგრძელდა. ზეთი ომეგა 6-ცხიმიან მჟავას შეიცავს, რაც საოცრად ატენიანებს და დაზიანებისგან იცავს შენს წამწამებს. თუ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი საშუალებები დიდად არ გხიბლავს, აიღე ძველი ტუშის ფუნჯი, გარეცხე და წაისვი ზეთი წამწამებზე. დილით უბრალოდ თბილი წყლით ჩამოიბანე და ჩვეულებრივად დაიბანე სახე. შედეგს რამდენიმე კვირაში აუცილებლად დაინახავ.

სილამაზის წესები


0707-11-best-beauty-bets-hair-twist_li

მუდამ ახალგაზრდა 

ყოველთვის, ყოველთვის წაისვით მზის დამცავი კრემი ხელებსა და კისერზე, რადგან ესენი ისევე მნიშვნელოვანია როგორც თქვენი სახე და თან ყველაზე ადრე ეტყობა სიბერის ნიშნები.

ადვილად მისაღწევი ლამაზი ფრჩხილები

საკმაოდ გავრცელებული ფაქტია რომ ფრანგი ქალები ჭამენ ყველს, თხილეულს, ნიორსა და ხახვს, რადგან მათი  ვიტამინები სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისათვის.

როგორ ვუშველოთ გამომშრალ ხელებს სწრაფად

წაისვით ლიმნის ქერქი გამომშრალ ხელებზე. თავიდან აგეწვებათ, მაგრამ მაშინათვე დაგირბილდებათ.

როგორ განვაახლოთ კანი

ყოველ დილით, ფრანგი ქალები მცენარეულ წყალს ან ტონიკის იპკურებენ სახეზე, რათა გამოაღვიძონ და განაახლონ კანი.

შენი საიდუმლო დამატენიანებელი

შეურიეთ ერთმანეთს თქვენი მკვებავი და ტონალური კრემი და ისე წაისვით სახეზე. იგი ბევრად უკეთესია ნებისმიერ შეფერილ დამატენიანებელზე, თან მერწმუნეთ, ვერავინ შეამჩნევს.

როგორ ვუშველოთ სუსტ ფრჩხილებს

გაფცქვნილი და გაჭყლეტილი ნიორი ჩადეთ იმ მანიკურის ბოთლში, რომელსაც იყენებთ როგორც საფუძველს, მანამ სანამ ფერს გადაისვამთ.  ეს პატარა სიბრძნე მართლაც გაგიმაგრებთ ფრჩხილებს.

ყველაზე ლამაზი თმისთვის

ინდიელი ქალები ლამაზი თმით არიან განთქმულნი. თმის ზეთების მასაჟი დიდ როლს თამაშობს ამაში. კვირაში ერთხელ, ისინი ქოქოსის, ზეითუნის ან ნუშის ზეთებს იზელენ თმაში. 5 წუთის განმავლობაში იმასაჟებენ თავს, იტოვებენ 10 წუთით და შემდეგ შამპუნით იბანენ.

მბზინავი კანი

ჩვენი დიეტა, სილამაზის რეჟიმის შემადგენელი ნაწილია. დროდადრო ერთ ჭიქა წითელ ღვინოს მივირთმევთ ჯანმრთელი ანტიოქსიდანტებისა და პოლიფენოლებისათვის. ასე რომ, ერთი ჭიქა ღვინით ადვილად მისაღწევია ჯანმრთელი ორგანიზმი და მბზინავი კანი .

თმის სწრაფი ზრდისთვის

ქოქოსის რძე თმას სწრაფად ზრდის. შეიზილეთ რძე თმის ძირებზე, გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ.

როგორ გავისწოროთ თმა კერატინით სახლის პირობებში


600x458_0_cb489476aa730a636d0f50d7cee3f0bd@800x610_0x59f91261_16118768741394186429

დღეისთვის თმის კერატინით გასწორება თბილისში უკვე საკმაოდ პოპულარული პროცედურაა, რომელსაც სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს. 2006 წელს ბრაზილიელი კოსმეტოლოგების მიერ გამოგონებული კერატინის პროცედურა ხელოვნური კერატინის წყალბით, შესაძლებლობას გვაძლევს თმა სწრაფად, ეფექტიანად და ხანგრძლივი ვადით გავისწოროთ, თუმცა გასწორების გარდა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ პროცედურის შემდეგ თმა გაცილებით რბილი, ჯანსაღი და შესაბამისად, მბზინავი ხდება. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ ჩვენი თმის ღერი მყარი კერატინისგან და წყლის მოლეკულებისა და მინერალური ნივთიერებების შედგება. აღნიშნული კერატინი საკმაოდ მგრძნობიარეა ქიმიური ზემოქმედების, მაღალი ტემპერატურის და არასათანადო ეკოლოგიური გარემოს მიმართ, შედეგად მოლეკულები წყდება და თმის ღერიც მტვრევადი, უხეში და გამომშრალი ხდება. ხელოვნური კერატინის დახმარებით კი თმის მოლეკულები ისევ ერთდება და თმის ღერი ძლიერი, მკვრივი და რბილი ხდება. ამას გარდა, კერატინის პროცედურას ის დადებითი მხარეც აქვს, რომ მისი ეფექტი დიდ ხანს ნარჩუნდება.

კერატინის პროცედურის სწრაფად და პროფესიონალურად ჩატარებას სალონში შეძლებთ, რაც იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. თუმცა, მისი ჩატარება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლებ ფასად. როგორ უნდა ჩავიტაროთ ეს პროცედურა სახლში?! ამისთვის ხარისხიანი ბრაზილიური კერატინის პროდუქტი დაგჭირდებათ, რომლის ინსტრუქციაც კარგად უნდა შეისწავლოთ.

თმა კარგად დაიბანეთ შამპუნით (სასურველია შამპუნი ორჯერ წაისვათ და ჩამოიბანოთ) და შემდეგ პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ ისე, რომ ზედმეტი სისველე არ შერჩეს თმას. თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავით და და დაიწყეთ კერატინის ნელ-ნელა, ეტაპობრივად წასმა თმის წვრილ ღერებზე – ქვემოდან ანუ კეფიდან თავის ზედა მიმართულებით თუ დაიწყებთ წასმას, უფრო გაგიადვილდებათ. თმის თითოეული ღერს ბოლომდე, კარგად შეაზილეთ კერატინი, შემდეგ წვრილკბილებიანი სავარცხლით კარგად გამოივარცხნეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ.

ამის შემდეგ, კერატინიანი თმა ფენით ან უმჯობესია, თმის უთოთი გაიშროთ – მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, თხევადი კერატინი კარგად მაგრდება. პროცედურის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ სპეციალური პროდუქტი გადაისვათ, რომელიც კერატინით გასწორების შემდეგ არის რეკომენდირებული.

წესები, რომლებიც კერატინის გასწორების შემდეგ უნდა დავიცვათ: 3 დღის განმავლობაში თმა არ უნდა დავიბანოთ; მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თმა სისველისგან: თოვლის, წვიმის ზემოქმედებისგან; ეს სამი დღე შხაპი მიიღეთ მხოლოდ რეზინის ქუდით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სასურველია თმის სპეციალური კერატინიანი თმის მოვლის შამპუნით და კონდიციონერით დაბანა. შეეცადეთ თმა ზღვის წყალში არ დაისველოთ, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ეგრევე გადაიბანეთ თავი ონკანის წყლით.

 

საუკეთესო ღამის ნიღბები


5_la_610

ბოლო დღეების ამინდებით თუ ვიმსჯელებთ, მგონი, ჭეშმარიტი გაზაფხული გვეწვია: თბილი დღეებით და გრილი საღამოებით. თუმცა, ერთი სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდებიდან მეორე სეზონზე გადაწყობა არამხოლოდ გარდერობში განხორციელებულ ცვლილებებს გულისხმობს. პირველ რიგში, ეს თავის მოვლის მხრივ არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც არის, საუკეთესო კოსმეტიკური ბრენდები სწორედ ასეთ გარდამავალ პერიოდზე მორგებულ სპეციალურ პროდუქტებს რომ უშვებენ, რომელთა წყალობითაც კანი ადვილად გაივლის ადაპტაციას და მისთვის ეს პროცესი ნაკლებ სტრესული იქნება. დღეს გარდამავალი პერიოდისთვის მორგებულ ღამის ნიღბებზე მინდა გესაუბროთ და მათ შორის, ყველაზე საუკეთესების გამოცდილება გაგიზიაროთ.

1_givenchy

Hydra Sparkling Night, Givenchy – ჟივანშის კოსმეტიკური ხაზის ეს პროდუქტი უნიკალურია იმ მხრივ, რომ ის ნიღბის გარდა, ჩვეულებრივი საცხის სახითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ – ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ის ძალიან თხელ ფენად უნდა წავისვათ. გააჩნია რისი მიღწევა გსურთ – თუ მაქსიმალური დატენიანება გინდათ, მაშინ რეკომენდირებულია მისი საცხის სახით გამოყენება. ეს ახალი ნიღაბი Sparkling Water Complex-ის დაპატენტენულ კომპლექსს შეიცავს და კანის ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს. და რაც მთავარია, ის კანის ფერს აუმჯობესებს, რაც უკვე პირველი გამოყენების შემდეგაც შეიმჩნევა.

2_kiehls

Ultra Facial Overnight Hydrating Masque, Kiehl’s – ეს ნიღაბი ძალიამ მშრალი და ფერმკრთალი კანისთვის არის იდეალური. გაითვალისწინეთ, რომ მისი წასმა დაძინებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე აჯობებს, ნიღაბმა კანზე შეწოვა რომ მოახერხოს და ბალიშზე კვალი არ დატოვოს.

130048-05-BlancDePerle-Masque

White P.E.A.R.L. Sleeping Mask, Guerlain – მართალია, ნიღაბი მათეთრებელ ხაზში შედის, მაგრამ თუ თქვენ “გათეთრება” არ გსურთ, მისი გამოყენება მაინც შეგიძლიათ: ამ ნიღბის მთავარი დანიშნულება პიგმენტურ ლაქებთან და ულტრაიისფერი სხივების შედეგად დაზიანებულ კანის მონაკვეთებთან ბრძოლაა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ კანის აღდგენა ღამით გაცილებით ეფექტიანად მიმდინარეობს.

4_clinique

Moisture Surge Overnight Mask, Clinique – ეს ნიღაბი კანის ღრმა დატენიანებისთვის და კანის ფერის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი. და მას ერთი დიდი პლიუსი აქვს: ღამით წასმისთანავე შეგიძლიათ თამამად დასაძინებლად დაწვეთ: თუნდა სქელ ფენად გადაისვათ სახეზე, ის მომენტალურად იწოვება კანზე და ბალიშზე არავითარ ლაქებს არ დატოვებს.

5_la_610

Skin Caviar Luxe Sleep Mask, La Prairie – ეს პრემიალური კატეგორიის ნიღაბი ხიზილალას ხაზიდანაა და მის წინამორბედთან შედარებით კიდევ უფრო გაძლიერებული მოქმედება აქვს. დატენიანების გარდა ის საჭირო ლიფტინგსაც უკეთებს სახის კანს და მას სიმკვრივეს ანიჭებს. ამასთან ერთად, პაპაიას ექსტრაქტის მეშვეობით, ის კანის ფერს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ნაოჭებსაც ამცირებს.

– See more at: http://bakurianiwater.ge/blog/?p=2250#sthash.66QdyAfl.dpuf