კიბოს დამარცხების წამალი გასაჯაროვდა


da 

კიბო არის – გონების, სულის და ფიზიკური სხეულის დაავადება. აქტიური და პოზიტიური სულისკვეთება ხელს უწყობს კიბოსთან ბრძოლას, რადგან ამ პირობებში ძლიერდება ორგანიზმის კიბოს მკვლელი და მებრძოლი ფუნქცია, ხოლო უიმედობა, დეპრესია აყენებს სხეულს სტრესულ მდგომარებაში, რაც ორგანიზმში ქმნის მჟავიან გარემოს, ხოლო ეს უკანასკნელი კიბოსთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა. ისწავლეთ დაისვენოთ და დატკბეთ ცხოვრებით, იყოთ მოსიყვარულენი და მიმტევებელნი.

 

ქიმიოთერაპიის ავტორმა ჯონ ჰოპკინსმა საბოლოოდ გადაწყვიტა ეთქვა, რომ არსებობს ალტერნატიული გზა კიბოს დასამარცხებლად.

 

1. ნებისმიერ ადამიანს ორგანიზმში აქვს კიბოს უჯრედები, მათი აღმოჩენა შეუძლებელია სტანდარტული ტესტებით თუ ის არ გადააჭარბებს რამდენიმე მილიარდს. თუ ექიმი ეუბნება კიბოთი დაავადებულს მკურნალობის შემდეგ, რომ მის ორგანიზმში არ არსებობს კიბოს უჯრედები, ეს ნიშნავს, რომ ტესტებმა ისინი ვერ აღმოაჩნიეს, რადგან მათ ჯერ ვერ მიაღწიეს შესამჩნევ და საშიშ ზომას.

2. კიბოს უჯრედები წარმოიშვებიან 6-დან 10-მდე და უფრო მეტჯერაც ცხოვრების განმავლობაში.

3. როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერია, კიბოს უჯრედები ნადგურდება. იმუნიტეტი აფერხებს მის გამრავლებას და სიმსივნეებად ჩამოყალიბებას.

4. როცა ადამიანს აქვს კიბო, ეს მიუთითებს მისი კვების ხარვეზებზე, ცხოვრების წესის ფაქტორსა და გარემოზე, ეს შეიძლება იყოს გენეტიკურიც.

5. დიეტა და სწორი კვება, ეს არის დამატებითი ფაქტორი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

6. ქიმიოთერაპიას შეუძლია კიბოს მზარდი უჯრედების განადგურება, თუმცა ის ანგრევს ძვლის ტვინში სწრაფად მზარდ, ჯანსაღ უჯრედებსაც, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას და შეიძლება დააზიანოს ისეთი ორგანოები, როგორიცაა გული, ღვიძლი და ა.შ.

7. კიბოს უჯრედების რადიაციული განადგურება იწვევს დამწვრობას, ზიანს აყენებს ჯანსაღ უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს.

8. პირველადი მკურნალობა ქიმიოთერაპიით ძალიან ხშირად ამცირებს სიმსივნის ზომას, თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენება ხშირად არ არის ეფექტური.

9. როდესაც სხეულს აქვს ძალიან ბევრი ტოქსიკური ტვირთი, ქიმიოთერაპიითა და რადიაციული დასხივებით, იმუნური სისტემა სუსტდება ან ნადგურდება და ადამიანის ორგანიზმი ხდება ადვილად მიღწევადი სხვადასხვა ტიპის ინფექციებისა და გართულებებისთვის.

10. კიბოს უჯრედებმა შეიძლება განიცადონ მუტაცია, რაც იწვევს ქიმიოთერაპიულ და რადიაციულ ზემოქმედებაზე მის შეგუებას. ქირურგიამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს უჯრედების გავრცელება ორგანიზმის სხვა უჯრედებში.

11. კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება კიბოს უჯრედების შიმშილი. როგორც ყველა უჯრედს, კიბოს უჯრედსაც სჭირდება საკვები.

შაქარი არის კიბოს უჯრედების მთავარი საკვები. გადავუჭრათ შაქარი – ეს ნიშნავს, შევუწყვიტოთ კიბოს უჯრედს ყველაზე მთავარი საზრდოს მიწოდება. შაქრის შემცვლელებიც არის ორგანიზმისთვის მავნე. ყველაზე საუკეთესო შემცვლელი არის თაფლი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.
სუფრის მარილს აქვს ქიმიური შემადგენლობა ისეთი, რომელიც ჯობია ჩავანაცვლოთ ალტერნატიული ზღვის მარილით.

რძე ორგანიზმში იწვევს ლორწოს წარმოშობას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლორწო კვებავს კიბოს. რძისა და მისი შემცვლელების მიღების ან შეზღუდვის შემთხვევაში კიბოს უჯრედები განიცდიან შიმშილს.

კიბოს უჯრედები ჰყვავიან მჟავიან გარემოში. სწორედ ამიტომ საქონლისა და ღორის ხორცის მიღება კატეგორიულად მიუღებელია, სასურველია მიიღოთ თევზი და ცოტაოდენი ქათმის ხორცი. ხორცი ასევე შეიცავს პარაზიტებს და ყველაფერი ეს მავნეა, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის.

დიეტა, რომელიც 80% ბოსტნეულსა და მის წვენებზეა ორიენტირებული, აგრეთვე ბურღულეული და ცოტა ხილი ეხმარება ორგანიზმს აღმოჩნდეს ტუტე გარემოში, დაახლოებთ 20% შეიძლება იყოს მოხარშული საკვები, მათ შორის ლობიო, რომლებიც ადვილად შეიწოვება და 15 წუთის განმავლობაში საზრდოობს და აძლიერებს ჯანსაღი უჯრედების ზრდას.

მოერიდეთ ყავას, ჩაის და შოკოლადს – ყველაფერს, რაც მაღალი დოზით კოფეინს შეიცავს. მწვანე ჩაი საუკეთესო ალტერნატივაა, რომელსაც აქვს სოლიდური თვისებები კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. წყალი სასურველია ვსვათ გამოხდილი ან გაფილტრული, რომ თავიდან ავიცილოთ ტოქსინები და მძიმე ლითონები, რომელიც ონკანის წყალშია.

ხორცის ცილა ძნელად მოსანელებელ ფერმენტებს შეიცავს. ნაწლავებში დარჩენილი გადაუმუშავებელი ხორცი იწვევს ტოქსინების დაგროვებას.

კიბოს უჯრედების კედლებს აქვს ცილის მკვრივი საფარველი. საჭიროა თავი შეიკავოთ ხორცის ჭამისგან, რაც ათავისუფლებს ორგანიზმს იმ ფერმენტებისგან, რომელიც კობოს უჯრედების გარსის ცილით გამყარებას იწვევს და აძლევს ორგანიზმს საშუალებას, შესუსტებული კიბოს უჯრედები გაანადგუროს.

ზოგიერთი დანამატები, როგორიც არის ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს აძლევს საშუალებას, გამოყოს კიბოს „ქილერ უჯრედები” (მკვლელი უჯრედები), რომლებიც ანადგურებენ კიბოს.

კიბოს უჯრედები ვერ აყვავდებიან ჟანგბადიან გარემოში. ყოველდღიური ღრმა სუნთქვა, რათა მიიღოთ უფრო მეტი ჟანგბადი, თვით უჯრედების დონეზე, აუცილებელია. ჟანგბადის თერაპია არის კიდევ ერთი საშუალება კიბოსგან განსაკურნებლად.

Advertisements

9 საკვები, რომელიც არ უნდა შეინახო მაცივარში


1. პომიდორი

1. Tomatoes

მაცივარში შენახული პომიდორი კარგავს გემოს, დაბალი ტემპერატურა აჩერებს დამწიფების პროცესს, პომიდორს კი დამწიფება აძლევს გემოს. მაცივარი აღნიშნული საკვების ტექსტურასაც ცვლის. სიცივე ხილის კედლების მემბრანას ანგრევს. შეინახე პომიდორი მაცივრის გარეთ ჯამში ან კალათში.

2. ბაზილიკი

2. Basil

ბაზილიკი მაცივარში უფრო სწრაფად ჭკნება, ამასთან იღებს მის გვერდით მოთავსებული პროდუქტების სუნს. უმჯობესია, თუ ამ მცენარეს ჭიქა წყალში შეინახავ, როგორც ყვავილებს. თუ გსურს დიდხანს გაძლოს, მაშინ ამოავლე წყალში და შედე საყინულეში – გვირჩევს მარტა სტიუარტი.

3. კარტოფილი

3. Potatoes

კარტოფილის მაცივარში მოთავსება იწვევს მის დატკბობას. ამიტომ, თუ არ გსურს ტკბილი კარტოფილის მირთმევა, შეინახე ის ქაღალდის პარკში გრილ (70–80) და ბნელ, მაგრამ არა ცივ ადგილას. ქაღალდი ცელოფნისგან განსხვავებით უკეთ სუნთქავს, რაც შეანელებს ლპობის პროცესს.

4. ხახვი

4. Onions

თუ ხახვს მაცივარში მოათავსებ, ტენიანობის გამო თანდათან რბილი გახდება. შეინახე გრილ, მშრალ ადგილას. თუმცა, ეცადე ხახვი არ მოათავსო კარტოფილის გვერდით, რადგან ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ და უფრო სწრაფად ლპებიან.

5. ნიორი

6. Garlic

თანდათან, მაცივარში შენახული ნიორი ფესვებს იკეთებს და ხდება რეზინასავით რბილი. ნივრის ადგილი გრილ და მშრალ საცავშია.

6. პური

7. Bread

მაცივარი პურს სწრაფად გამოაშრობს, თუ სენდვიჩის დაჭრილ პურს არ ეხება საქმე, რომლის გამოყენებასაც რამდენიმე დღის შემდგომ აპირებ, ამიტომ ოთხი დღის სამყოფი პური შეინახე თავის საცავში, დანარჩენი – საყინულეში. საყინულეში მოთავსებული პური უნდა იყოს კარგად შეფუთული, რათა შეინარჩუნოს ტენიანობა. გამოტანისას, აცადე გალღობა, სანამ მიირთმევ ან ტოსტერში გააცხელებ.

7. ზეითუნის ზეთი

8. Olive Oil

უმჯობესია, ზეითუნის ზეთი გრილ, ბნელ ადგილას შეინახო, მაგრამ არა მაცივარში, სადაც ის უფრო მყარი ხდება და მისი კონსისტენცია კარაქისას ემსგავსება.

8. ყავა

9. Coffee

თუ ყავას მაცივარში დატოვებ, ის დაკარგავს გემოს და სურნელს და მაცივრის სხვა სუნებს აითვისებს. ამიტომ ყავა აუცილებლად გრილ, ბნელ ადგილას უნდა შეინახო, სადაც სურნელს შეინარჩუნებს. თუმცა შეგიძლია დიდი ოდენობის ყავა საყინულეშიც შეინახო.

9. თაფლი

10. Honey

თაფლის მაცივარში შენახვა აუცილებელი არ არის. ის არ გაფუჭდება, თუ დაცული იქნება ჰერმეტულობა. მაცივარში თაფლის მოთავსება იწვევს მის კრისტალიზებას.

სენსაციური დიეტა – პოსტდიეტურ პერიოდში წონას არ მატებს და შიმშილს არ საჭიროებს


 

მიუხედავად რამდენიმე ქირურგიული ჩარევისა, რომლის საშუალებითაც პუგაჩოვა მუდამ ახერხებს ფორმაში ყოფნას ის დიეტასაც იყენებს – ანუ აკონტროლებს რაციონსაც. ერთხელაც ცნობილმა მომღერალმა გადაწყვიტა ყველაფრისთვის ფარდა აეხადა და საკუთარ ბლოგზე წონის კორექციის საიდუმლო დეტალურად გამოაქვეყნა. ის ახალგაზრდობაშიც 74 კილოზე ნაკლები არ ყოფილა, მისი გახდომის უამრავი მცდელობისა. მისი თქმით, ვარსკვლავს გახდომის მიზნით არაერთხელ უშიმშილია კიდეც. ამას შედეგი ჰქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან უმნიშვნელო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ქრებოდა. მან ჯანსაღი ცხოვრების წესსაც მისდია. დარბოდა დილით, არ ჭამდა ცხიმიანს და არ ჭამდა ღამე. შედეგად მისმა წონამ კლების ნაცვლად მოიმატა და მომღერალი 84 კილო გახდა.

 

როგორც შემდგომში გაირკვა დიეტის საიდუმლო დიეტოლოგების მიერ შემუშავებულ სპეციალურ ექსპერიმენტალურ მეთოდშია, რომელსაც “Slender+” ეწოდება, რაც გულისხმობს წიწიბურის კვების რაციონში დამატებას. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, წიწიბურა შეიცავს უნიკალურ ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას არეგულირებს და წვავს ზედმეტ ცხიმებს. თუ დილით წიწიბურას მიირთმევთ, რომელსაც ცოტაოდენი მარილი და ცხიმი ექნება, შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ და ამის შემდეგ მხოლოდ საარსებოდ მნიშვნელოვანი საკვების მიღება შეგიძლიათ დღის განმავლობაში.

 

სწორედ კვების ასეთი რეჟიმით დაიკლო რუსული ესტრადის დივამ 2 კვირაში 10 კილოგრამი.

 

სოლარიუმის საფრთხე! – 41 წლის ქალბატონი, რომელიც სიმსივნით დაავადდა


გულუბრყვილობაა, იკითხო, რამდენად უსაფრთხოა სოლარიუმის ამა თუ იმ ბრენდის აპარატი. გულუბრყვილობაა, გჯეროდეს, რომ ,,დასადგომი” სოლარიუმი ,,დასაწოლზე” ნაკლებად საშიშია. გულუბრყვილობაა, იცოდე, რამხელა რისკის ქვეშ ხარ და რუჯის ამ გზით მიღებას მაინც თანხმდებოდე! – ეს არის შეფასება, რომელსაც მედიკოსები სოლარიუმის მომხმარებლებზე აკეთებენ.

ვინაიდან სოლარიუმზე მოთხოვნა დიდია, აპარატების დადგმის აკრძალვა არც ერთ ქვეყანაში ხდება, თუმცა ზოგი სახელმწიფო სილამაზის სალონებს გარკვეულ კანონებს უწესებს. მათ განსაზღვრული აქვთ სოლარიუმის გამოსხივების სიძლიერე.

ესპანელმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, რამდენად იცავდნენ სილამაზის სალონები მათთვის დადგენილ წესებს. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ 10-დან 8 სალონი არა თუ არღვევს კანონს, არამედ იმდენად დიდი დოზით აჭარბებს გამოსხივების სიძლიერეს, რომ, ფაქტობრივად, მომხმარებლების სიკვდილს ხელს აწერს.

კვლევა გასცდა ესპანეთის საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც ჩატარდა. შედეგი ყველგან ერთნაირი იყო. სამწუხაროდ, გამონაკლისი მხოლოდ მცირე რაოდენობის აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, როგორც ექსპერტები ამბობენ, საშუალო მაჩვენებლებით, ათიდან რვა სალონი უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დაიხურა.

მართალია, სალონების დახურვა დადებითად ფასდება, თუმცა წესების დარღვევამ არასასურველი შედეგი უკვე გამოიღო. ეს 41 წლის ქალბატონი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სოლარიუმის სხივების მიღების შედეგად სიმსივნით დაავადდა.

,,5 წლის განმავლობაში სოლარიუმის აქტიური მომხმარებელი ვიყავი. არასოდეს წავიდოდი გასარუჯად, რომ მცოდნოდა, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ეს გამოსხივება” – ამბობს ჰელენ ბაქსტერი.

 

 

როგორ ემზადებიან ელიტარული პირადი მცველი გოგონები ჩინეთში


ბოლო წლებში, ჩინეთში პირადი მცველების მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა. თუ ადრე მოცემული პროფესია მხოლოდ მამაკაცების საქმედ ითვლებოდა, ახლა ასეთივე წარმატებით ითვისებენ ქალბატონებიც. ჩინგისის უსაფრთხოების აკადებიაში აღსაზრდელებს, თავისი კლიენტების დაცვას, სპეციალური დანიშნულების რაზმების სტილში ასწავლიან. მომზადების მკაცრი კურსი, რომლის გავლაც აუცილებელია, გულისხმობს საბრძოლო ხელოვნებას, მოულოდნელი თავდასხმისას კლიენტების გადარჩენისა და დაცვის ტექნიკის შესწავლას, ევაკუაციას მოწინააღმდეგის ჭარბი ძალის მხრიდან ცეცხლის გახსნისას და ასე შემდეგ.

 

1.პირად ქალ-მცველებზე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, წინდახედულმა ჩინელებმა ელიტარული ქალი მცველების მომზადების კურსები ჩამოაყალიბეს.

2.კურსი გათვლილია 8 – 10 თვე ინტენსიურ ვარჯიშზე. რომლის შედეგების მიხედვითაც, ყველაზე წარმატებულებს სწავლის გაგრძელება ისრაელში, უსაფრთხოების უძლიერეს საერთაშორისო აკადემიაში ელით.

3. პირადი მცველების კურსებზე მისაღებად, გოგონებმა მკაცრი შერჩევა უნდა გაიარონ და მხოლოდ ყველაზე ძლიერებს მიეცემათ შესწავლის შესაძლებლობა.

4. პირადი მცველის სტატუსის მიღებით, ისინი შეძლებენ მდიდარი ქალების დაცვას, რომელთაც ეს სჭირდებათ.

5. დღესდღეობით ასეთი კურსები ტროპიკულ კუნძულ ჰაიანზე, ქალაქ სანიაში ტარდება. კურსები მოაწყო კომპანიამ «Tianjiao Special Guard/Security Consultant Ltd.».