დიეტა მათთვის, ვისაც ლამაზი და ჯანსაღი ნამზეური სურს


აკროროგორ დავეხმაროთ მზეს ნარუჯით ჩვენს გალამაზებაში? შოკოლადისფერი ნამზეურის მისაღებად მხოლოდ მზის აბაზანები და კანზე სპეციალური ლოსიონების წასმა არ კმარა, სწორად უნდა ვიკვებოთ და ნარუჯიც უფრო ლამაზი იქნება. მეტი ანტიოქსიდანტი!  რატომ? – მზის ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებენ კანის პიგმენტის – მელანინის გამოყოფას. ასე ვიღებთ ნამზეურს. მაგრამ, ამავე დროს, ისინი იწვევენ თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობით წარმოშობას, რაც ხელს უწყობს ადრეულ დაბერებას და ზრდის კანის კიბოს რისკს.

ამიტომ: ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი კვების რაციონში ყოველთვის შედიოდეს აუცილებელი სამეული: ვიტამინები A, C და E. ისინი ეწინააღმდეგებიან თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. ამასთანავე, ხელს უწყობენ სელენის ათვისებას, რომელიც, ასევე, ძლიერი ანტიოქსიდანტია. გარდა ამისა, აუცილებელია, გაზარდოთ ბეტა-კაროტინის (პროვიტამინი A) გამოყენება: როდესაც მისი კონცენტრაცია ორგანიზმში იმატებს – კანი უკეთესად ირუჯება. მაგრამ არ გადააჭარბოთ – ვიტამინების სიჭარბე ისევე მავნეა, როგორც მათი უკმარისობა.

საიდან მოვიპოვოთ?

  • C ვიტამინს და ბეტა-კაროტინს ზაფხულის ახალ ხილსა და ბოსტნეულში. მიირთვით ისინი უმად ან დალიეთ ახალგამოწურული წვენები – ასე უკეთესად ინახება ვიტამინები. ზაფხულში C ვიტამინის წყაროებია: მარწყვი, წიწაკა, წიწმატი, პომიდორი. ბეტა-კაროტინის შემცველობით ჩემპიონებია: მანგო, გარგარი, ნესვი, სტაფილო, ყვითელი ატამი, ისპანახი, წიწმატი, საზამთრო, გუაიავა. 
  • ვიტამინი A – უხვად არის ღვიძლში, კვერცხის გულში, ცხიმიან თევზში, ასევე, ნაღების კარაქში და სხვადასხვა სახის ყველში (არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი კვების რაციონიდან გამორიცხვა). 
  • E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ცხიმი, განსაკუთრებით მზესუმზირისა და სიმინდის ზეთები. ასევე, იგი შედის ნუშში, ტყის კაკალსა და ახალ ბოსტნეულში. 
  • სელენს აღმოაჩენთ ზღვის პროდუქტებში, კიბოსნაირებსა და თევზში. ასევე სოკოში, ნიორში, ხახვში და პროდუქტებში მთლიანი მარცვლებისგან. 
  • ნუ გაგიტაცებთ ნიახური და კამა, მათ შეუძლიათ ალერგიის გამოწვევა ან მზის დაკვრის პროვოცირება. 

დაატენიანეთ კანი შიგნიდან 

რისთვის?
როდესაც დიდ დროს ვატარებთ მზის გულზე, კანის უჯრედების ცხიმოვანი მჟავები აგრესიული ზემოქმედების საფრთხის ქვეშ ხვდებიან. კანს გაუწყლოება ემართება და კარგავს ელასტიურობას.

როგორ?
დალიეთ დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრი წყალი, რათა უზრუნველყოთ ორგანიზმის საკმარისი დატენიანება. მიირთვით ცხიმის საკმარისი რაოდენობა, მაგალითად, მცენარეული ცხიმი, და თევზის ცხიმიანი სახეობები, რომლებიც მდიდარია ომეგა-3 ჯგუფის ვიტამინებით.

სად ვიშოვოთ?

  • წყალი გაზიანი ან გაზის გარეშე, მინერალური თუ გამდინარი, ნატურალური თუ არომატიზირებული (ოღონდ არა ტკბილი) წყალი – ყველაზე მარტივი საშუალებაა ორგანიზმის დასატენიანებლად, განსაკუთრებით ზაფხულში, პაპანაქებაში. დალიეთ გაგრილებული წყალი (ოღონდ არა გაყინული!).
  • ორგანიზმის დატენიანებას, ასევე, ემსახურება ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც შედიან ნიგვზის ზეთში, სოიოში, ცხიმიან თევზში (ორაგულში, სარდინში, თინუსში, სკუმბრიაში). ასევე, ავოკადოში, ხორბალში, ,,ფოთლოვან” ბალახებში: ისპანახში, წიწმატში, კომბოსტოში და ა.შ. 
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s