სილამაზის 5 საიდუმლო, როცა გძინავს


ზოგჯერ მგონია, რომ ძილში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ(თ). ამისთვის 24-დან საშუალოდ 8 სააათს ვიყენებ(თ), დანარჩენი კი სამსახურის, მეგობრებისა და პირადი საქმეებისთვისაა. დარწმუნებული ვარ, ზოგჯერ იმდენად გადატვირთული გრაფიკი გაქვს, რომ თავის მოფხანვისთვისაც არ გცალია, ამიტომ რატომ დავკარგოთ დღე-ღამის 8 საათი მხოლოდ ძილში, როდესაც შევიძლია ორი კურდღელი ერთდროულად დავიჭიროთ? კარგად გამოვიძინოთ და შესანიშნავი კანითაც გავიღვიძოთ!

რბილი ტერფები

ჩემს ცეკვისგან გაუხეშებულ ტერფებს მეგონა, აღარასდროს არაფერი უშველიდა. უამრავჯერ მიცდია ათასნაირი აბაზანა და სკრაბი, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრჯერ დამზარებია და დამვიწყებია. მარტივი გამოსავალი ვიპოვე: წაისვი ვაზელინი ძილის წინ სუფთა ტერფებზე და რბილი წინდები ჩაიცვი. დაიტოვე მთელი ღამით. რეგულარული გამოყენებისას ეს მეთოდი ფანტასტიურად არბილებს ტერფებს.

ჩამცხრალი თვალები

თუ ხშირად შესიებული თვალებით იღვიძებ, სცადე კიდევ ერთი ბალიშის დამატება და ზურგზე დაძინება. ასეთი მდგომარეობა ეხმარება თვალის გარშემო დაგროვილ სითხეს მოძრაობაში და შესიების მინიმუმამდე დაყვანაში. არ დაგავიწყდეს თვალის გარშემო კრემის წასმა, რომლის ინგრედიენტთა სიაში აუცილებლად არის კოფეინი.

ხვეული/ტალღოვანი თმა

ხვეული ან ტალღოვანი თმისთვის სულაც არაა აუცილებელი სხვადასხვა საშრობის და დასახვევი უთოს გამოყენება. მე ბუნებრივად ხუჭუჭა ვარ, თუმცა ჩემს თმასაც სჭირდება ფორმის მიცემა, ამიტომ დაბანის შემდეგ, ოდნავ ნოტიო თმაზე მუსს ვისვამ და პირდაპირ ვიძინებ. თუ სწორი და შემდეგ დახვეული ვარცხნილობა მინდა, მაშინ თმას ორად ვყოფ, კიკინებს ვიწნავ ან ვიგრეხ. ასეთი მეთოდით არც თმა დაგიზიანდება და მშვენიერი ვარცხნილობაც გექნება. თმის ვარცხნილობის იდეებისთვის, თვალი გადაავლე ჩვენს სტატიას.

აირიდე ნაოჭები

ბამბის ან ჟატის ბალიშის პირზე ძილი კანის დაჭმუჭვნას და ნაოჭების წარმოქმნას იწვევს, ამიტომ სჯობს ცოტა ძვირადღირებული აბრეშუმის ან სატინის ბალიშის პირი იყიდო. ის შეამცირებს კანზე ზეწოლას და თმის დაზიანებასაც შეუშლის ხელს.

დაიგრძელე წამწამები

აბუსალათინის ზეთი ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომლითაც წამწამების დარგძელებას ბუნებრივად შეძლებ. თავიდან როდესაც მაკიაჟის ხმარება დავიწყე, მახსოვს, დედაჩემმა აბუსალათინის ზეთი მომცა და მითხრა ამით მომეშორებინა თვალის მაკიაჟი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ წამწამები შესამჩნევად დამიგრძელდა. ზეთი ომეგა 6-ცხიმიან მჟავას შეიცავს, რაც საოცრად ატენიანებს და დაზიანებისგან იცავს შენს წამწამებს. თუ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი საშუალებები დიდად არ გხიბლავს, აიღე ძველი ტუშის ფუნჯი, გარეცხე და წაისვი ზეთი წამწამებზე. დილით უბრალოდ თბილი წყლით ჩამოიბანე და ჩვეულებრივად დაიბანე სახე. შედეგს რამდენიმე კვირაში აუცილებლად დაინახავ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s