4 ცნობილი დიეტა თქვენი ჯანმრთელობისთვის


სიტყვა დიეტა ფრანგული სიტყვა Diete და ლათინური Dieta – ს ნაზავია და ”ყოველდღიურ რაციონს ” აღნიშნავს.

დღესდღეობით სიტყვა დიეტა რამოდენიმე განსხვავებულ პუნქტს შეიძლება გულისხმობდეს:

  1. საჭმელი და სასმელი ზოგადად
  2. საკვებისა და სასმელის განსაზღვრული რაოდენობების ჩამონათვალი, რომელიც თერაპევტული მიზნებით რეგულირდება
  3. კალორიების შეზღუდვისათვის გაკეთებული რაციონი, რომელიც საკვების რაოდენობასა და მიღების დროს არეგულირებს
  4. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად მიღებული კვების რაციონი
ამ სტატიაში ჩამოთვლილი იქნება მეტნაკლებად პოპულარული დიეტები, რომლებიც განკუთვნილია გასახდომად, წონის შესანარჩუნებლად ან უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის.

ატკინსის დიეტა

ატკინსის დიეტა გულისხმობს ინსულინის დონის კონტროლს ორგანიზმში. თუ

ჩვენ დიდი რაოდენობით (რაფინირებულ) ნახირწყლებს ვიღებთ დღის განმავლობაში , ორგანიზმი დიდი რაოდენობით ისნულინს გამოყოფს სწრაფი გადამუშავებისათვის, შესაბამისად სხეული იწყებს ენერგიის დაზოგვას და ცხიმების შენახვას, რაც ხელს უშლის წონის დაკარგვას.

ატკინსის დიეტაზე მყოფი ადამიანები მოიხმარენ დიდი რაოდენობით ცილებს.
ამ დიეტას განვითარების 4 ფაზა აქვს და შესაბამისად 4 პრინციპი:
  • თქვენ დაკარგავთ ზედმეტ კილოგრამებს
  • თქვენ შეინარჩუნებთ მიღებულ/სასურველ წონას
  • თქვენ მიაღწევთ ჯამრთელობის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას
  • თავიდან აიცილებთ მთელ რიგ დაავადებებს

ატკინსის საკვების პირმიდა

ზონალური დიეტა

ზონალური დიეტის ძირითადი პრინციპია რომ ყოველი ჭამის დროს ჩვენ მივიღოთ:
  • 40 % ნახშირწყლები
  • 30 % ცხიმები
  • 30% ცილები

ამასთანავე ეს დიეტაც ხელს უწყობს ინსულინის კონტროლს ორგანიზმში და ითვალისწინებს ნახშირწყლებისა და ცხიმების ჯანსაღი სახით მიღებას – როგორებიცაა არარაფინირებული ნახშირწყლები, ზეითუნის ზეთი, ავოკადო , თხილი და სხვა.

საკვების განაწილება

ზონალურ დიეტას აქვს 7 წესი, რომელიც არეგულირებს საკვების მიღების დროსა და პორციებს.
ძირითადად მოიხმარება ორი ჯგუფის საკვები ამ დიეტაში:
  1. მარტივი (მსუბუქი) ცილები
  2. მცენარეული ნახშირწყლები

zonedietjpg

ვეგეტარიანული დიეტა

ვეგეტარიანელობა სხვადასხვა სახის არსებობს, თუმცა უმეტესობა მათგანი არ იღებს ცხოველური წარმოშობის საკვებს (კვერცხის , რძისა და თაფლის გამოკლებით).
წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებულია მაჩვენებლები, რომ ვეგეტარიანელები უფრო ნაკლებად არიან ჭარბი წონისაკენ მიდრეკილნი და მათ იშვიათად აწუხებთ გულ -სისხლძარღვთა დაავადებები.
ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გახლავთ ვეგეტარიანელი და ისინი თვლიან, რომ ეს სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ისე მთელი პლანეტისათვის.
მცირე ჩამონათვალი :
  • ალისია სილვერსტოუნი
  • შარლოტა ბრონტე
  • ბერნარდ შოუ
  • ალბერტ აინშტაინი
  • ჯილიან ანდერსონი
  • პამელა ანდერსონი
  • ლეონარდო და ვინჩი
  • სინედ ო კონერი
და მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობს ზუსტად ამ დიეტისა და ვეგეტარიანული წესის მიხედვით.

უმი საკვების დიეტა

უმი საკების დიეტა დაფუძებულია მთლიანად ბუნებრივი და ორგანული (დაუმუშავებელი) საკვების მიღებაზე.  ”უმისაკვებისტების” დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ისინი არ იღებენ არათუ ცხოველურ საკვებს, არამედ რაიმენაირად დამუშავებულ/გადამუშავებულსაც კი.
ასეთი დიეტის მიმდევრები 4 კატეგორიად იყოფიან:
  1. უმი ვეგეტარიანელები
  2. უმი ვეგანები (ისინი არც კვერცხს არ მიირთმევენ)
  3. უმი ყველაფრისმჭამელები
  4. უმი ხორცისმჭამელები

ჯანსაღი კვება

ამ დიეტის ძირითადი შემადგენელი საკვების სია არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება:
  • ლობიო, მუხუდო და მარცვლეული პროდუქტები
  • ჩირები (ნებისმიერი ხილის, ბუნებრივად გამხმარი ნაყოფი)
  • ხილი და ბოსტნეული
  • სხვადასხვა წვენები Fresh სახით
  • სხვასდხვა თხილი
  • ზღვის წყალმცენარეები
  • რძე და რძის არაპასტერიზებული პროდუქტები

ასეთი დიეტის მიმდევრები ირწმუნებიან რომ მათი სახის კანი საუკეთესო

მდგომარეობაშია, მათ არ აწუხებთ ჭარბი წონა, სულ არიან ენერგიულები, აქვთ კუჭის კარგი მოქმედება და არ ავადდებიან გულ – სისხლძარღვთა დაავადებებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი დიეტაც არ უნდა აირჩიოთ თქვენ გახსოვდეთ, რომ მაინც უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან და დიეტოლოგთან, სანამ რაიმე კარდინალურ ზომებს მიიღებდეთ.
Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s