17 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიმუშაო


ზოგიერთი ჩვევა მანამდე უნდა შეიძინო, სანამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ. შემდეგ კი მთელი ცხოვრება უნდა მისდიო მათ. ჩვენ გთავაზობთ 17 ჩვევას, რომელიც უნდა გამოიმუშაო.

Healthy Lifestyle

1. იპოვე ვარჯიშის ის სახეობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებს – ვარჯიში კარგად აისახება შენს ხასიათზე, ძილზე და ფიგურაზე. იმისთვის, რომ რეგულარულად ივარჯიშო, საჭიროა, ვარჯიშის იმ სახეს მიაგნო, რომლის გაკეთებაც არასოდეს დაგეზარება. სცადე სირბილიიოგა,პილატესიცეკვა და აირჩიე ერთ-ერთი ან რამდენიმე.

2. დალიე მეტი წყალი – საჭირო რაოდენობით წყლის მიღება არამარტო შენს სხეულზე, არამედ შენს ხასიათზეც აისახება.

3. თავი დაანებე მოწევას – სიგარეტის მოწევა შენს ფილტვებს კიბოს რისკის ქვეშ აყენებს. ის აზიანებს ტვინს და ცუდად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე.

4. შეარჩიე სწორი კონტრაცეპტივი – თუკი დაორსულებას არ გეგმავ, ჯობია ექიმს ესტუმრო და შენზე მორგებული კონტრაცეპცია აარჩიო.

5. დალიე ზომიერად – ეცადე ალკოჰოლი ყოველდღიური ცხოვრების წესად არ გექცეს. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ალკოჰოლი მოდუნებაში გვეხმარება, მაგრამ ეცადე მისი რაოდენობა შეზღუდო და მხოლოდ დაბადების დღეებზე, წვეულებებზე ან სხვა ღირსშესანიშნავ დღეებში დალიო.

Healthy Eating

6. გააკეთე ჯანმრთელობის დაზღვევა – ჯობია სიფრთხილე დაიცვა და შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამომავლო პრობლემებზე ახლავე იზრუნო.

7. ისწავლე, როგორ მოამზადო საკვები – თუ დიასახლისობას არ აპირებ, რამდენიმე გემრიელიკერძის მომზადება მაინც უნდა იცოდე. შენივე მომზადებული საკვები მიღებული კალორიების კონტროლშიც დაგეხმარება.

8. გაეცანი ოჯახურ დაავადებებს – შენი ჯანმრთელობა დიდწილად შენს გენეტიკურ დაავადებებზეა დამოკიდებული. ამიტომ არ მოგერიდოს გაარკვიო, რა დაავადებები აწუხებდათ შენს ბებია-ბაბუებს და სხვა ნათესავებს.

9. ჩაიტარე რეგულარული გამოკვლევები – გინდა, რომ შენი ჯანმრთელობა აკონტროლო? მაშინ ექიმს რეგულარულად მიმართე, მიუხედავად იმისა, გაწუხებს თუ არა ტკივილი.

10. გქონდეს მეტი სექსი – აქტიური სქესობრივი ცხოვრება სტრესთან ბრძოლაში, მოდუნებასა და გუნება-განწყობის ამაღლებაში დაგეხმარება.

Sex Couple

11. გქონდეს უსაფრთხო(!) სექსი – ვენერიულმა დაავადებებმა შესაძლოა უნაყოფობა და სხვა სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს. შენს პარტნიორსაც სთხოვე, რომ აუცილებლად ჩაიტაროს გამოკვლევა.

12. მიიღე მეტი ვიტამინი საკვები პროდუქტებიდან – ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ტაბლეტების სახით მიღებას სჯობს ისინი ხილიდან და ბოსტნეულიდან მიიღო.

Healthy Diet

13. მიაქციე ყურადღება შენს გონებრივ მდგომარეობას – იქნება ეს სტრესი თუ დეპრესია, შენ აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება ამ პრობლემას. მას იქამდე გაუმკლავდი, სანამ შენს კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახებოდეს.

14. თავი დაანებე ექსტრემალურ დიეტებს – ექსპერტების აზრით, კვირის განმავლობაში დასაკლები წონა 1 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ეს კალორიების 500-1000 კკალ-ით შემცირებას ნიშნავს. ამგვარი დიეტისთვის დღეში 1500 კკალ უნდა მიიღო და რეჟიმში ვარჯიშიც შეიტანო.

15. ხშირად ისეირნე – ბუნებაში ხშირი გასვლა ბედნიერების, ჯანმრთელობის და კრეატიულობის საწინდარია.

Happy Girl

16. მოწყდი ტექნიკას – ტექნიკასთან რეგულარულ ურთიერთობას ძილის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ზოგჯერ გამოეთიშე ინტერნეტს და შენი მობილური ტელეფონიც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენე.

17. დაუთმე ძილს 7-8 საათი – ცოტა ძილი შენს ენერგიაზე და ქმედუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. შეგიძლია ჩვენი სილამაზის რჩევებიც გაითვალისწინო და ძილში გატარებული დრო უქმად არ დაკარგო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s