9 რჩევა Victoria’s Secret-ის მოდელების ფიტნეს ინსტრუქტორისგან


დარწმუნებული ვარ, ძალიან გაინტერესებს Victoria’s Secret-ის მოდელების ლამაზი სხეულის საიდუმლო. ჩვენ მათი ფიტნეს ინსტრუქტორის, მაიკლ ოლაჯიდის, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.

1. შექმენი საკუთარი ფლეილისტი მეტი მოტივაციისთვის

ადრიანა ლიმა ვარჯიშის დროს ელექტრონულ მუსიკას უსმენს, დოუცენ კროუსი კი თავისი მეუღლის შექმნილ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას. ზოგიერთ მოდელს ჰიპ-ჰოპი მოსწონს. შეარჩიე სასურველი ფლეილისტი და ერთი ოქროს წესი დაიცავი: ბოლო მუსიკად ყველაზე მამოტივირებელი შეარჩიე.

2. საპირისპირო პოლუსები ერთმანეთს იზიდავენ

თუ ძალიან ენერგიული ადამიანი ხარ, ისწავლე, როგორ გახდე უფრო მშვიდი და იოგას მეტი დრო დაუთმე. იმ შემთხვევაში, თუ აქამდე იოგას ვარჯიშობდი, ახლა ძალისმიერ და სწრაფ ვარჯიშებზე გადაერთე. ეცადე ისეთი ვარჯიშები აკეთო, რომელიც შენს პიროვნებას უპირისპირდება.

3. ივარჯიშე კვირაში 6 დღე მაინც

მნიშვნელობა არ აქვს ვარჯიშის ინტენსივობას ან ხანგრძლივობას, მთავარია ვარჯიში შენს ყოველდღიურ ჩვევად აქციო.

Adriana Lima

4. ვარჯიშის უმეტესი ნაწილი კარდიოს დაუთმე

კარდიო ვარჯიშები გულის გაძლიერებას და სისხლის მიმოქცევას ეხმარება, რაც ჯანსაღი და ლამაზი სხეულის პირველი საიდუმლოა.

5. იარე სხვადასხვა წრეზე

ჯგუფური ვარჯიში მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარება. აირჩიე ტენისი, ცურვა ან ცეკვის კლასები.

6. დროდადრო პირადი ინსტრუქტორი დაიქირავე

პირადი ინსტრუქტორი შენი შესაძლებლობების ამაღლებასა და სიახლის დანერგვაში დაგეხმარება. ის თავს მოუყრის შენს საჭიროებებს, შესაძლებლობებს და სასურველ შედეგებს ადვილად მიგაღწევინებს.

Doutzen Kroes

7. ვარჯიში პაემნად აქციე

საყვარელ ადამიანთან ერთად ვარჯიში ძალიან სახალისოა. თანაც თქვენი შესაძლებლობები განსხვავდება, ამიტომაც შეგეძლებათ ერთმანეთს სწავლაში და ვარჯიშის გაუმჯობესებაში დაეხმაროთ.

8. თვეში ერთი დღე გადაუმუშავებელი საკვების დღედ დანიშნე

გადაუმუშავებელი საკვები შენს შინაგან ორგანოებს გაწმენდაში დაეხმარება, ხილის და ბოსტნეულისმირთმევა შენს კანზეც დადებითად აისახება.

9. გააუმჯობესე ლახტით ვარჯიში

Victoria’s Secret-ის ანგელოზების ფიტნეს ინსტრუქტორის აზრით, ლახტით ვარჯიში ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტურია.

Candice-Swanepoel

გისურვებთ წარმატებებს!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s