10 მარტივი რჩევა კალორიების დასაწვავად


გადატვირთული სამუშაო რეჟიმის და გრაფიკის გადამკიდე ყველა ვერ ახერხებს სპორტდარბაზში სიარულს. თუ შენც მათ რიგებს მიეკუთვნები, გაითვალისწინე ჩვენი რჩევები, რათა მარტივად დაწვა კალორიები.

1. ისეირნე ველოსიპედით

2. Bike Forever

აი, უკვე ზაფხულია, გვიან ღამდება და შეგიძლია მთელ ოჯახთან ერთად ველოსიპედით ისეირნო. ველოსიპედის საშუალო სიჩქარით მართვას შეუძლია ყოველ 15 წუთში 102 კალორია ქარს გაატანოს.

2. ითამაშე ბილიარდი

3. Biliards

კინოში წასვლას ყოველთვის მოასწრებ. ჩაჰკიდე შენს მეორე ნახევარს ხელი და ეწვიეთ უახლოეს საბილიარდოს. 35 წუთში 99 კალორიას დაწვავ.

3. ისარგებლე კიბით

SONY DSC

ის დრო, რასაც ლიფტის ლოდინს ანდომებ, შეგიძლია შენი ფიზიკური მდგომარეობის გამჯობესებას მოახმარო. კიბეებზე ასვლისას შვიდიდან ათ კალორიამდე იხარჯება, ჩასვლისას კი – მისი მესამედი.

4. ეწვიე ბოულინგ ცენტრს

5. Bowling

ბოულინგ კლუბი საუკეთესო გამოსავალია, თუ ნახევარ საათში 102 კალორიის აორთქლება გინდა.

5. იცინე ხმამაღლა

6. Laughter

სიცილი სასარგებლოა შენი სხეულისთვის, რომ არაფერი ვთქვათ გუნება–განწყობასა და ხასიათზე. ვანდერბილტის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, საშუალო ასაკის ადამიანი გულიანი სიცილის დროს 1.3 კალორიას წვავს წუთში.

6. მიმართე მედიტაციას

7. Meditate

კალორიის მწველი სვლა, რომელიც სრულიად არ საჭიროებს მოძრაობას? მცირე მედიტაცია, თუნდაც რვაჯერ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გეხმარება სტრესის შემცირებასა და ჰორმონ კორტისოლის დონის კლებაში. როცა მცირდება სტრესი და ჰორმონები წესრიგშია, სხეული უფრო მარტივად წვავს კალორიებს.

7. ივარჯიშე ლახტით

8. Jump Rope

მცირე ხნით ბავშვობაში დაგაბრუნებს და სასიამოვნო მოგონებებთან ერთად სისხლის მიმოქცევაც გაგიუმჯობესდება. 10 წუთი ვარჯიში ლახტით და შენ უკვე 113 კალორია წყალს გაატანე.

8. ითამაშე პინგ–პონგი

9. Ping-Pong

ვის სჭირდება სპორტდარბაზი, თუ სადმე ახლომახლო პინგ–პონგის მაგიდა გეგულება?! წვიმიანი დღეები შეგიძლია სარდაფში, ან ვარდების ბაღში საყვარელ ადამიანებთან პინგ–პონგის თამაშში გაატარო. თამაში რომც წააგო, მაინც მოგებული რჩები – 25 წუთი და მინუს 113 კალორია.

9. აუწიე მუსიკას

10. Dance Music

ძაღლის თმის წმენდა მტვერსასრუტით არ არის მიმზიდველი საქმიანობა, მაგრამ თუკი სახლს შენს საყვარელი მუსიკის ქვეშ დაალაგებ და ცოტას წაუცეკვებ კიდეც, საქმეც მალე გაკეთდება და წონაშიც დაიკლებ.

10. გამოიძინე

11. Sleep

დაამატე ძილი შენს სიას. როცა სათანადოდ დასვენებული ხარ, შიმშილის ჰორმონი ნორმაშია, რაც გიცავს ზედმეტი საკვებისგან. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ჭარბწონიანობის განვითარების რისკი 23 %–ით მაღალია თუ ღამით მხოლოდ 6 საათს გძინავს, ხოლო 50%–ით მეტი, თუ თვალს მხოლოდ 5 საათით ხუჭავ, შედარებით მათთან, ვინც დღე–ღამეში 7–8 საათს ძილში ატარებს.

wyaro: pink.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s