დილით, 7-იდან 8-ის ნახევრამდე სირბილით ყველაზე მეტ კალორიას დაწვავთ – როგორ ვირბინოთ სწორად


დილით, 7-იდან 8-ის ნახევრამდე სირბილით ყველაზე მეტ კალორიას დაწვავთ - როგორ ვირბინოთ სწორად

 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება, რომელსაც ქალბატონები ზაფხულის დადგომასთან ერთად ვიღებთ, დილით ან საღამოს სირბილია. 

მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის ის, თუ როგორ აკეთოს ეს სწორად, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს და დაკარგოს ზედმეტი კილოგრამები. 

ალბათ, ყველას გვახსოვს სასკოლო ფიზკულტურა, სადაც შორ მანძილზე სირბილი ყველას ტანჯვა-წამებად მიგვაჩნდა. ამიტომ პირველივე დღეს რომ არ დავკარგოთ სირბილის სურვილი, “და ქალი”მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ვირბინოთ სწორად.

დრო 

6:30-იდან 7:30ამდე კუნთის აქტივობის პირველი პიკი. თუ სირბილს დილაობით გადაწყვეტთ, სწორედ ეს დროა იდეალური, რადგან ორგანიზმი ამ დროს ზედმეტი გადატვირთვის გარეშე ხარჯავს კალორიებს.

11:00-იდან 12:00-ამდე კუნთის აქტივობის მეორე პიკი. ეს პერიოდიც ერთ-ერთ საუკეთესო დროდ ითვლება სირბილისთვის. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ ამ პერიოდისთვის ორგანიზმი უკვე სრულადაა გააქტიურებული და ინტენსიურად წვავს კალორიებს, რაც შედარებით მეტ დატვირთვას მოითხოვს.

16:00-იდან 18:00ამდე კუნთების აქტივობის მესამე პიკი. ამ დროს ორგანიზმი ხარჯავს იმ კალორიებს, რომლებიც დაგროვილია ცხიმოვან ქსოვილში, რაც ხელს უწყობს დასუსტებას.

სასურველია, ირბინოთ ცარიელ კუჭზე. ჭამიდან, მინიმუმ, ორი საათის შემდეგ, რადგან ასეთ დროს ნახშირწყლების უმეტესობა უკვე დახარჯულია, რის გამოც უფრო სწრაფად ხდება ცხიმების დაშლა და შესაბამისად, სწრაფადაც დაიკლებთ.

სირბილის ტემპი და ინტენსიურობა 

ორგანიზმი ენერგიას სირბილის პირველ 40 წუთში ხარჯავს. ამ დროს ხდება ნახშირწყლების დაწვა. ხოლო 40 წუთის შემდეგ უკვე იწყება ცხიმების დაშლა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ საჭიროა ირბინოთ არანაკლებ ერთი საათისა და მინიმუმ 3-ჯერ კვირაში. 

იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაწვათ კალორიები და დაიკლოთ წონაში, ირბინეთ ჩქარი და ნელი ტემპის მონაცვლეობით. ასეთ შემთხვევაში, გადაღლის გარეშე, საათში 350-500 გრამს მოიკლებთ.

პოზა

სირბილისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პოზა წარმოადგენს. სასურველია, თავი გეჭიროთ სწორად, მხრები მოშვებული, ხელები იდაყვებში მოხრილი, ტერფი კი დადგით ჯერ ქუსლზე და შემდეგ გადადით ცერზე.

სუნთქვა 

ისუნთქეთ ცხვირით და ნახევრად ღია პირით – სირბილის დაწყებისას ღრმად და იშვიათად, აჩქარებისას კი სუნთქვაც გაახშირეთ. სუნთქვის თვლა შემდეგნაირია: 2-3 ნაბიჯზე შესუნთქვა და 2-3 ნაბიჯზე ამოსუნთქვა.

სამოსი 

სპორტული სამოსი უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას. სასურველია, ზაფხულში ატაროთ ღია ფერის სამოსი, რათა არ მიიზიდოთ მზის ზედმეტი ენერგია. ცივ და ქარიან ამინდში ეცადეთ, ჩაიცვათ შედარებით თბილად. 

განსაკუთრებული ყურადღება კი ცივ ამინდში კისრისა და თავის მიდამოს მიაქციეთ, რადგან ზუსტად ამ მიდამოებზე მოდის სხეულის სითბოს 40%-ის დაკარგვა.

სითხის მიღება 

სირბილის დროს აუცილებელია სითხის მიღება, რადგან ამ დროს ორგანიზმი ხარჯავს 4-ჯერ მეტ სითხეს, ვიდრე ზოგადად. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, სირბილის დროს ყოველთვის თან იქონიოთ სასმელი.

Advertisements

10 მეთოდი დღეში 100 კალორიის მოსაკლებად


10 მეთოდი დღეში 100 კალორიის მოსაკლებად

 

ყოველდღიური რაციონის 100 კკალ-ით შემცირებას დიეტას ვერ ვუწოდებთ, თუმცა ეს არსებითად გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და ზედმეტი წონისგანაც გაგათავისუფლებთ. 
1. 15 წუთის მანძილზე იცეკვე ნებისმიერ მუსიკაზე.

2. 10 წუთის განმავლობაში ირბინე.

3. შეიძინე სახტუნაო და 10 წუთი იხტუნავე.

4. შეცვალე საყვარელი შოკოლადი ბანანით.

5. მიალაგე ყოველდღიურად სახლი.

6. 30 წუთი დაკავდი იოგათი.

7. ახლომახლო მარკეტებში იარე ფეხით.

8. კომპოტის, წვენისა და ღვინის ნაცვლად სადილად წყალი მიირთვი. 

9. ტრანსპორტიდან 1-2 გაჩერებით ადრე ჩამოდი და სახლამდე ფეხით გაისეირნე.

10. პურზე კარაქის ნაცვლად ჯემი წაისვი.

მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით – იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა


სწრაფი და ეფექტური გახდომა – ზღაპრად და მითად წარმოგვიდგენია, თუმცა, აი, უკვე ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება. 

იხილეთ ვიდეო

თქვენ ალბათ იტყვით, უფასო და სწრაფი გახდომა ზღაპარიაო. არ არის ასე!

მეთოდი, რომელიც იაპონელმა თავის წიგნში აღწერა, აზიაში 6-მილიონიან ტირაჟად გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი.

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრობით მოგიყვებით…

მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ექიმმა ფუკუცუძიმ თავისი ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცა და შეიმუშავა ვარჯიში სწრაფად გასახდომად. თუმცაღა, ამას ვარჯიშს ვერც ვუწოდებთ. 


მაშ ასე, თავდაპირველად მჭიდროდ დაახვიეთ პირსახოცი. შემდეგ შემოახვიეთ მას თოკი ან მსხვილი ძაფი (გამოდგება ლენტიც). თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, შედარებით თხელი პირსახოცი აიღეთ.

ახლა იდეალურად სწორ ზედაპირზე (რბილი საწოლი და დივანი ამისათვის არ გამოდგება, უმჯობესია, იატაკზე დააფინოთ პლედი ან სავარჯიშო ლეიბი) დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ. უფრო კონკრეტულად კი…

ფრთხილად ვწვებით ზურგზე, ხელით გვიჭირავს პირსახოცის მუთაქა, რომელიც ზუსტად ჭიპის გასწვრივ უნდა იდოს! ეს მნიშვნელოვანია! ვამოწმებთ პოზის სისწორეს, საჩვენებელი თითით ჭიპიდან პირსახოცის რულონამდე ვხაზავთ წრეს…


მოდუნდით.
ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ფეხის წვერები შეართეთ ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ დიდი თითები ეხებოდეს. 


ხელები წაიღეთ თავს უკან, ხელისგულები ქვემოთ უნდა იყოს მიმართული, ნეკა თითები კი – შეერთებული. დააკვირდით! მთავარია, რომ ფეხების ცერა თითები და ხელების ნეკები ერთმანეთს ეხებოდეს. 


სულ ეს არის! ამ პოზაში უნდა იწვეთ 5 წუთი.
მარტივია?
ძალიან! თუმცა ერთი სირთულე მაინც არსებობს. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ჩონჩხი მაშინვე მიიღებს მისთვის ბუნებრივ ფორმას. და ეს პროცესი შესაძლოა, მტკივნეული იყოს. თუ თქვენ გაგიჭირდათ 5 წუთი ამ პოზაში გაჩერება, დაიწყეთ ჯერ ორი წუთიდან და ყოველდღე მოუმატეთ დრო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ 5 წუთი უნდა დაჰყოთ ამ პოზაში. და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი დღე, თუ გსურთ, რომ შედეგი მართლაც მიიღოთ. 


თავისი არსით, ეს მეთოდი გაჭიმვის ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა ამ დროს არა მხოლოდ კუნთები იჭიმება, არამედ ჩონჩხიც. 

თუ პირსახოცის რულონს მკერდის გასწვრივ, ბეჭებქვეშ ამოიდებთ, მკერდი ნელ-ნელა წინ წამოიწევს და ლამაზ ფორმას მიიღებს. თუ პირსახოცს თეძოების ქვეშ ამოიდებთ, წელის ხაზი უფრო გამოიკვეთება და მოხდენილი გახდება.

თუნდაც არ დაიჯეროთ ამ მეთოდის ეფექტურობის, ღირს მოსინჯვა იმის მაგივრად, რომ ყლაპოთ ათასი ტაბლეტი ვითომდა სწრაფად გახდომისთვის. 

ეს მეთოდი ერთ კვირაში იძლევა შედეგს, მაგრამ როგორც პრაქტიკიდან ჩანს, გოგონებმა პირველივე მეთოდზე მოიკლეს წელზე 4 სანტიმეტრამდე და მოიმატეს სიმაღლეში 1 სანტიმეტრი. თუმცა, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და რა სისწრაფით მიიღებთ თქვენ შედეგს, ამას თავად ნახავთ. 

მაგრამ ერთს კი ირწმუნება ვარჯიშის შემქმნელი: მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. მაშინ რატომ არ უნდა ვცადოთ? 

რჩევები: 

კარგი იქნება, თუ პირველ ჯერზე ვინმე გააკონტროლებს თქვენი პოზისა და პირსახოცის მდებარეობის სისწორეს.

საათი დადეთ ისეთ ადგილას, რომ ხედავდეთ.

5 წუთის გასვლის შემდეგ ფრთხილად გადაგორდით პირსახოცის რულონიდან და 1 წუთის განმავლობაში იწექით.

შემდეგ წამოჯექით ფრთხილად და კიდევ 1 წუთი დაჰყავით ამ მდგომარეობაში. ფრთხილად, აუჩქარებლად ადექით. შეიძლება გაგიჭირდეთ.

3 წუთში ჩიტივით იქნებით.

თუ ვარჯიშს ძილის წინ გააკეთებთ, ჩვილივით დაგეძინებათ. 

თუ დილით გააკეთებთ, მთელი დღე ენერგიულად და მსუბუქად იგრძნობთ თავს.

მკვრივი უკანალი ცელულიტის გარეშე, დღეში მხოლოდ 2 ვარჯიშით!


მკვრივი უკანალი ცელულიტის გარეშე, დღეში მხოლოდ 2 ვარჯიშით!

 
 
 
 
 
 
 
ცელულიტი და მოშვებული კანი ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ცხოვრების პასიური წესის შედეგია. 

თუ სწორ კვებას ამ ორ არცთუ ისე რთულ ვარჯიშსაც შეუხამებთ, სულ მალე გაიმკვრივებთ სხეულს (განსაკუთრებით კი, უკანალს) და ყველაზე პრობლემურ ზონებში ცელულიტისგან კვალიც არ დაგრჩებათ. 
მაშ ასე:

ვარჯიში პირველი:

დადექით კიბის საფეხურთან ან მყარი მუყაოს ყუთის წინ (შეგიძლიათ, რამდენიმე ერთად დადებული წიგნიც გამოიყენოთ საფეხურად). მარცხენა ფეხით ადით საფეხურზე და მყარად დაეყრდენით ზედაპირს, ხოლო მარჯვენა ფეხით იატაკზე დარჩით, ოღონდ ოდნავ მოხარეთ ეს უკანასკნელი. ჩამოდგით ფეხი კიბიდან და ახლა მარჯვენათი ადით. გაიმეორეთ 12-ჯერ თითო ფეხისთვის. გააკეთეთ დღეში 3-ჯერ. 

ვარჯიში მეორე:

დაწექით გულაღმა და ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხელისგულები იატაკზე დაააწყვეთ. დაეყრდენით ხელებს და ასწიეთ წელი ისე, რომ მუხლიდან კისრამდე სხეულმა სწორი ფორმა მიიღოს (ისე, როგორც ნახატზეა ნაჩვენები), დაყოვნდით ამ პოზაში 5 წამი და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ასე აიწიეთ 15-ჯერ. ვარჯიში შეასრულეთ დღეში 3-ჯერ. 

კიბოს დამარცხების წამალი გასაჯაროვდა


da 

კიბო არის – გონების, სულის და ფიზიკური სხეულის დაავადება. აქტიური და პოზიტიური სულისკვეთება ხელს უწყობს კიბოსთან ბრძოლას, რადგან ამ პირობებში ძლიერდება ორგანიზმის კიბოს მკვლელი და მებრძოლი ფუნქცია, ხოლო უიმედობა, დეპრესია აყენებს სხეულს სტრესულ მდგომარებაში, რაც ორგანიზმში ქმნის მჟავიან გარემოს, ხოლო ეს უკანასკნელი კიბოსთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა. ისწავლეთ დაისვენოთ და დატკბეთ ცხოვრებით, იყოთ მოსიყვარულენი და მიმტევებელნი.

 

ქიმიოთერაპიის ავტორმა ჯონ ჰოპკინსმა საბოლოოდ გადაწყვიტა ეთქვა, რომ არსებობს ალტერნატიული გზა კიბოს დასამარცხებლად.

 

1. ნებისმიერ ადამიანს ორგანიზმში აქვს კიბოს უჯრედები, მათი აღმოჩენა შეუძლებელია სტანდარტული ტესტებით თუ ის არ გადააჭარბებს რამდენიმე მილიარდს. თუ ექიმი ეუბნება კიბოთი დაავადებულს მკურნალობის შემდეგ, რომ მის ორგანიზმში არ არსებობს კიბოს უჯრედები, ეს ნიშნავს, რომ ტესტებმა ისინი ვერ აღმოაჩნიეს, რადგან მათ ჯერ ვერ მიაღწიეს შესამჩნევ და საშიშ ზომას.

2. კიბოს უჯრედები წარმოიშვებიან 6-დან 10-მდე და უფრო მეტჯერაც ცხოვრების განმავლობაში.

3. როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერია, კიბოს უჯრედები ნადგურდება. იმუნიტეტი აფერხებს მის გამრავლებას და სიმსივნეებად ჩამოყალიბებას.

4. როცა ადამიანს აქვს კიბო, ეს მიუთითებს მისი კვების ხარვეზებზე, ცხოვრების წესის ფაქტორსა და გარემოზე, ეს შეიძლება იყოს გენეტიკურიც.

5. დიეტა და სწორი კვება, ეს არის დამატებითი ფაქტორი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

6. ქიმიოთერაპიას შეუძლია კიბოს მზარდი უჯრედების განადგურება, თუმცა ის ანგრევს ძვლის ტვინში სწრაფად მზარდ, ჯანსაღ უჯრედებსაც, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას და შეიძლება დააზიანოს ისეთი ორგანოები, როგორიცაა გული, ღვიძლი და ა.შ.

7. კიბოს უჯრედების რადიაციული განადგურება იწვევს დამწვრობას, ზიანს აყენებს ჯანსაღ უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს.

8. პირველადი მკურნალობა ქიმიოთერაპიით ძალიან ხშირად ამცირებს სიმსივნის ზომას, თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენება ხშირად არ არის ეფექტური.

9. როდესაც სხეულს აქვს ძალიან ბევრი ტოქსიკური ტვირთი, ქიმიოთერაპიითა და რადიაციული დასხივებით, იმუნური სისტემა სუსტდება ან ნადგურდება და ადამიანის ორგანიზმი ხდება ადვილად მიღწევადი სხვადასხვა ტიპის ინფექციებისა და გართულებებისთვის.

10. კიბოს უჯრედებმა შეიძლება განიცადონ მუტაცია, რაც იწვევს ქიმიოთერაპიულ და რადიაციულ ზემოქმედებაზე მის შეგუებას. ქირურგიამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს უჯრედების გავრცელება ორგანიზმის სხვა უჯრედებში.

11. კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება კიბოს უჯრედების შიმშილი. როგორც ყველა უჯრედს, კიბოს უჯრედსაც სჭირდება საკვები.

შაქარი არის კიბოს უჯრედების მთავარი საკვები. გადავუჭრათ შაქარი – ეს ნიშნავს, შევუწყვიტოთ კიბოს უჯრედს ყველაზე მთავარი საზრდოს მიწოდება. შაქრის შემცვლელებიც არის ორგანიზმისთვის მავნე. ყველაზე საუკეთესო შემცვლელი არის თაფლი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.
სუფრის მარილს აქვს ქიმიური შემადგენლობა ისეთი, რომელიც ჯობია ჩავანაცვლოთ ალტერნატიული ზღვის მარილით.

რძე ორგანიზმში იწვევს ლორწოს წარმოშობას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლორწო კვებავს კიბოს. რძისა და მისი შემცვლელების მიღების ან შეზღუდვის შემთხვევაში კიბოს უჯრედები განიცდიან შიმშილს.

კიბოს უჯრედები ჰყვავიან მჟავიან გარემოში. სწორედ ამიტომ საქონლისა და ღორის ხორცის მიღება კატეგორიულად მიუღებელია, სასურველია მიიღოთ თევზი და ცოტაოდენი ქათმის ხორცი. ხორცი ასევე შეიცავს პარაზიტებს და ყველაფერი ეს მავნეა, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის.

დიეტა, რომელიც 80% ბოსტნეულსა და მის წვენებზეა ორიენტირებული, აგრეთვე ბურღულეული და ცოტა ხილი ეხმარება ორგანიზმს აღმოჩნდეს ტუტე გარემოში, დაახლოებთ 20% შეიძლება იყოს მოხარშული საკვები, მათ შორის ლობიო, რომლებიც ადვილად შეიწოვება და 15 წუთის განმავლობაში საზრდოობს და აძლიერებს ჯანსაღი უჯრედების ზრდას.

მოერიდეთ ყავას, ჩაის და შოკოლადს – ყველაფერს, რაც მაღალი დოზით კოფეინს შეიცავს. მწვანე ჩაი საუკეთესო ალტერნატივაა, რომელსაც აქვს სოლიდური თვისებები კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. წყალი სასურველია ვსვათ გამოხდილი ან გაფილტრული, რომ თავიდან ავიცილოთ ტოქსინები და მძიმე ლითონები, რომელიც ონკანის წყალშია.

ხორცის ცილა ძნელად მოსანელებელ ფერმენტებს შეიცავს. ნაწლავებში დარჩენილი გადაუმუშავებელი ხორცი იწვევს ტოქსინების დაგროვებას.

კიბოს უჯრედების კედლებს აქვს ცილის მკვრივი საფარველი. საჭიროა თავი შეიკავოთ ხორცის ჭამისგან, რაც ათავისუფლებს ორგანიზმს იმ ფერმენტებისგან, რომელიც კობოს უჯრედების გარსის ცილით გამყარებას იწვევს და აძლევს ორგანიზმს საშუალებას, შესუსტებული კიბოს უჯრედები გაანადგუროს.

ზოგიერთი დანამატები, როგორიც არის ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს აძლევს საშუალებას, გამოყოს კიბოს „ქილერ უჯრედები” (მკვლელი უჯრედები), რომლებიც ანადგურებენ კიბოს.

კიბოს უჯრედები ვერ აყვავდებიან ჟანგბადიან გარემოში. ყოველდღიური ღრმა სუნთქვა, რათა მიიღოთ უფრო მეტი ჟანგბადი, თვით უჯრედების დონეზე, აუცილებელია. ჟანგბადის თერაპია არის კიდევ ერთი საშუალება კიბოსგან განსაკურნებლად.